суббота, 20 декабря 2008 г.

ახალი წელი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყება საახალწლო მზადება. ყველა ცდილობს შეიძინოს ახალი ნაძვისხე, მაგრამ იმას არ ვფიქრობთ ჩვენს მიერ ნაყიდი ახლად მოჭრილი ნაძვისხე როგორ ანადგურებს გარემოს, ამიტომ 153-ე სკოლის მოსწავლეებმა გადაცყვიტეს შეექმნათ ხელთნაკეთი ნაძვისხეები პროექტის ფარგლებში "ერთი ნაძვისხე მაინც გადავარჩინოთ სიკვდილს ".შეიქმნა 20-ზე მეტი ნაძვისხე. 24 დეკემბერს ეწყობა სკოლაში ნაძვისხეების გამოფენა კონკურსი, სადაც გაიყიდება საუკეთესო ნაძვისხეები. შემოსული თანხით მოსწავლეებს სურვილი აქვთ დაეხმარონ ობოლ მოსწავლეებს და შეუძინონ საახალწლო საჩუქრები, გთხოვთ მობრზანდეთ ჩენ ღონისძიებაზე და შეიძინოთ ერთი ნაძვისხე მაინც, თქვენს მიერ შეძენილი ერთი ნაძვისხეც კი დაეხმარება რამდენიმე ობოლ ბავშვს და გაუხალისებს საახალწლო მოლოდინს. დიდი მადლობა წინასწარ მხარდაჭერისათვის.

Комментариев нет: