суббота, 20 декабря 2008 г.

ახალი წელი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყება საახალწლო მზადება. ყველა ცდილობს შეიძინოს ახალი ნაძვისხე, მაგრამ იმას არ ვფიქრობთ ჩვენს მიერ ნაყიდი ახლად მოჭრილი ნაძვისხე როგორ ანადგურებს გარემოს, ამიტომ 153-ე სკოლის მოსწავლეებმა გადაცყვიტეს შეექმნათ ხელთნაკეთი ნაძვისხეები პროექტის ფარგლებში "ერთი ნაძვისხე მაინც გადავარჩინოთ სიკვდილს ".შეიქმნა 20-ზე მეტი ნაძვისხე. 24 დეკემბერს ეწყობა სკოლაში ნაძვისხეების გამოფენა კონკურსი, სადაც გაიყიდება საუკეთესო ნაძვისხეები. შემოსული თანხით მოსწავლეებს სურვილი აქვთ დაეხმარონ ობოლ მოსწავლეებს და შეუძინონ საახალწლო საჩუქრები, გთხოვთ მობრზანდეთ ჩენ ღონისძიებაზე და შეიძინოთ ერთი ნაძვისხე მაინც, თქვენს მიერ შეძენილი ერთი ნაძვისხეც კი დაეხმარება რამდენიმე ობოლ ბავშვს და გაუხალისებს საახალწლო მოლოდინს. დიდი მადლობა წინასწარ მხარდაჭერისათვის.
29 ნოემბერს კლუბ "ფერადი ლექსების" წევრებმა სკოლაში მოიწვიეს ამავე სკოლა დამთავრებული ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი ბექა კოლხიტაშვილი. შედგა ულამაზესი საღამო, თეატრალურად მოწოდებული იქნა მნახველთათვის ბექას ლექსები. . მოწვეული იყო სტუმრები. მართლაც ულამაზესი წუთები აჩუქეს სტუმრებს ბავშვებმა, რისთვისაც მათ დაიმსახურეს მხურვალე ტაში და დიდი სიყვარული. ფოიეში მოეწყო თექის ნამუშევრების გამოფენა.

понедельник, 17 ноября 2008 г.


153-ე სკოლის მარგალიტები!!!!

ხელოვნების მოყვარულთა კლუბი "ფერადი ლექსები"

2008 წლის 17 ნოემბერს გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეზე 153-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ხოლოვნების მოყვარულთა კლუბი ხელოვნების მასწავლებლის ნაია ენდელაძის ხელმძღვანელობით.